ვაკის რაიონში ახალი ტიპის ტრენაჟორები კიდევ სამ მისამართზე დამონტაჟდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2019 15:36
ვაკის რაიონში ახალი ტიპის ტრენაჟორები კიდევ სამ მისამართზე დამონტაჟდა

ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა უბანში ახალი ტიპის სატრენაჟორო კომპლექსების მოწყობა მიმდინარეობს.

Street Workout-ის ტიპის ტრენაჟორები დამატებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსისა და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარედ დამონტაჟდა.

გარდა ამისა, მსგავს მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მოსახლეობას ასევე, ნუცუბიძის III მ/რ-ის IV კვარტლის N3 კორპუსთან და წყნეთში, ამილახვრის N23-ში აქვს.

კომპლექსი რბილ საფარზე ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს. მოედნების მონტაჟი, გამგეობის დაკვეთით, შპს „მ.მ.“-მ განახორციელა.

ვაკის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას რაიონის მასშტაბით, მომავალშიც განაგრძობს.