24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2019 23:36
24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თავგადასავლები გაგიტაცებთ. თუმცა, აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ არც თავად დაზიანდეთ და რაც გარშემო მყოფები დააზიანოთ. მოერიდეთ ელექტრონივთებთან და მჭრელ ინსტრუმენტებთან მუშაობას.

კურო
ემოციური დღეა. ნუ იმოქმედებთ იმპულსებს აყოლილი. ნუ გააბამთ ახალ სასიყვარულო კავშირს. გააუმჯობესეთ უკვე არსებული. მეუღლემ შეიძლება სიურპრიზი მოგიწყოთ.

ტყუპი
გააუმჯობესეთ პირადი ურთიერთობები. შეიძლება რომანტიკული გრძნობა გაგიჩნდეთ იმ ადამიანის მიმართ, ვისაც მეგობრად თვლიდით. მოიმატებს ფულის ხარჯვა.

კირჩხიბი
მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობასა და ემოციებისა და აგრესიის გამოვლენას. სიტუაცია ორივე მხრიდან შეაფასეთ. მხოლოდ კარგის ან ცუდის მხარეს ნუ იქნებით.

ლომი
ფლირტის, დასვენების დღეა. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი უცხო კულტურის ან უცხოელისადმი. თუ კლასიკური სტილის მოყვარული ხართ, აქსესუარებიდან უპირატესობა ავანგარდულს მიანიჭეთ.

ქალწული
თუ მზად ხართ ცვლილებებისთვის, გააქტიურდით. შეიძლება მკვეთრად შეგეცვალოთ ფინანსური მდგომარეობა. ზოგიერთი ვალების გასტუმრებას ახალი საქმის დაწყებას შეძლებს.

სასწორი
ზომიერება გმართებთ გრძნობების გამოხატვისას. განსაკუთრებით, - უარყოფითის.
პარტნიორის ჭირვეულობასა და მოულოდნელობას გაგებით მოეკიდეთ.

მორიელი
არაფერი დაგეგმოთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. რომანტიკული თავგადასავალი ენერგიით აგავსებთ. სხვა დღისთვის გადადეთ ქირურგიული ჩარევა.

მშვილდოსანი
დასვენებისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. კარგი დღეა სპორტული შეჯიბრებისთვის. ზოგიერთს კონკურსში ელის გამარჯვება ან რაიმეს მოგება. ზოგსაც - ერთი ნახვით შეყვარება.

თხის რქა
განსხვავებული გემოვნებისა და შეხედულებების გამო ნუ იკამათებთ ოჯახისწევრებთან. მეტად დაისვენეთ. მანდილოსნები მოერიდეთ ექსპერმენტებს გარეგნობაში.

მერწყული
დღეს არ უნდა გადაიღალოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთი მგზავრობის მარშრუტს შეიცვლის, ზოგი - ტრანსპორტს. კარგი დღეა კომპიუტერული ექსპერიმენტებისთვის.

თევზები
ფულის სპონტანური ხარჯის დღეა. მანდილოსნები საკუთარ თავს უარს ვერ ეტყვიან გარდერობის განახლებაზე. შეიძლება შვებულება დაგეგმოთ ან სალონში შეიაროთ პროცედურებისთვის.

ტეგები