პოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 10:05
პოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1970 წელს  დაბადებული, ი.ჩ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 200 აბი „სუბოქსინი“  ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“  ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტეგები