ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 11:45
ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

სან პაულუმ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხია, ბრაზილიაში სამი სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა. მედლებისთვის ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოდნენ.

ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის „ბ“ კატეგორიაში პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ძალიან ძლიერი ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა. „ა“ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა.

1tv.ge

ტეგები