"პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს" - სალომე ზურაბიშვილი
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 12:12
"პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ტეგები