ტერეზა მეი გადადგა
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 13:19
ტერეზა მეი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს, შესაბამისად ის მთავრობის მეთაურის პოსტსაც ტოვებს.

თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ტერეზა მეი ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობის შეუსრულებლობას ასახელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი პოსტს ოფიციალურად 7 ივნისს დატოვებს. სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყება ახალი ლიდერის არჩევის პროცესი. ამ ეტაპისთვის ძირითად კანდიდატად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბორის ჯონსონი განიხილება. სანამ მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელს არ აირჩევენ, ტერეზა მეი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იქნება.

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი ბრექსითმა გამოიწვია.

ტეგები