შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, შესაძლოა ქმარი დააკავონ
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 15:02
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, შესაძლოა ქმარი დააკავონ

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, არ არის გამორიცხული მოკლული ჩვილის მამის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თოლორაია განმარტავს, რომ ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გოგო ორსულობის დროს 15 წლამდე ასაკის იყო. მასთან სექსუალური კავშირი კი დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის ნამდვილად იყო 15 წლის. 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი ეს არის
დანაშაული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დღის წესრიგში დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.„ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ტეგები