სოფო ქაცარავა: შევჯერდით, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენი კომიტეტი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და უფრო სისტემური გავხადოთ
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 15:26
სოფო ქაცარავა: შევჯერდით, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენი კომიტეტი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და უფრო სისტემური გავხადოთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ინიციატივით, სტრატეგიული კომუნიკაციების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, რაც მოიცავს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების შესახებ პროაქტიულ კომუნიკაციას, როგორც მოსახლეობასთან ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ასევე, დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლას და სახელმწიფო უწყებათაშორის კოორდინირებულ ურთიერთობას.

შეხვედრაში, რომლის მიზანია ქვეყანაში სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ექსპერტი ეთელ ჰალისტე მონაწილეობდა.

სამუშაო შეხვედრისას საერთაშორისო მაგალითების წარდგენა გაიმართა. ასევე, იმსჯელეს კომუნიკაციების აუცილებელ კომპონენტებსა და რესურსებზე.

„შევჯერდით, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენი კომიტეტი კი ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და უფრო სისტემური გავხადოთ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები