ცნობილი გახდა ვინ მოამარაგებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 16:16
ცნობილი გახდა ვინ მოამარაგებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს. ამ პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება სულ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა.

მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია "მზიური", რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე.

პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180- ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას.

აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები