ანრი ოხანაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტს შეხვდა
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 17:34
ანრი ოხანაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება სისხლის სამართლის სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებს დაეთმო.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავიხილეთ რამდენიმე საკითხი, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებს. ეს უკავშირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ცვლილებას და ასევე, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით გარკვეული სახის ცვლილებებს. ამ მიმართულებით, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მათ სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიურად თანამშრომლობს და საელჩო მხარს უჭერს კომიტეტს საქმიანობის გაძლიერებაში.

„ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გვაქვს ძალიან კარგი და მჭიდრო თანამშრომლობა კომიტეტის დონეზე. მე შეხვედრა მქონდა ბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან. ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ კომიტეტის საქმიანობის გაძლიერებაში. არის პროექტები, რომელთან დაკავშირებითაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჩვენ თავის დროზე ექსპერტულ დახმარებას, რჩევების მოცემას დაგვპირდა“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს და მზადყოფნა დაადასტურეს.



















 

ტეგები