პრეზიდენტმა 8 პატიმარი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 18:00
პრეზიდენტმა 8 პატიმარი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს დამოუიკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

ტეგები