გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 18:21
გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მის უვადოდ გამწესებას იუსტიციის საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა მხარი.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა, თუმცა საქალაქო სასამართლოში დატოვა.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატების დანიშვნა-გადანიშვნის კენჭისყრა მიმდინარეობს.
 

ტეგები