მოკლული 7 თვის ჩვილის მამა, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო, გამოკითხვაზე იმყოფება
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 20:05
მოკლული 7 თვის ჩვილის მამა, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო, გამოკითხვაზე იმყოფება

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბავშვის მამა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მოკლული ბავშვის მამის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

20 წლის მიხეილ დვალიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები