შუალედური არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 20:23
შუალედური არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება

შუალედური არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში

ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. მეორე ტური მხოლოდ მთაწმინდაზე დაინიშნა.

ტეგები