სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 22:31
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას“ გულისხმობს. მანამდე კი საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე „იძულების“ მუხლით მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, 21 მაისს განაცხადა, რომ ლექტორი მას ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. შემთხვევიდან ერთ დღეში, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა.

ტეგები