თემქაზე მეშვიდე სართულიდან ოთხი წლის ბავშვი გადმოვარდა
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2019 15:15
თემქაზე მეშვიდე სართულიდან ოთხი წლის ბავშვი გადმოვარდა

თბილისში, თემქის მე-11 მიკრორაიონში, მეშვიდე სართულის აივნიდან გადავარდნილი ოთხი წლის ბავშვი გადარჩა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ, გაუფრთხილებლობით სხეულის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.