თავდაცვის მინისტრი სამხედროებს და ქვეყნის მოსახლეობას ულოცავს
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2019 12:28
თავდაცვის მინისტრი სამხედროებს და ქვეყნის მოსახლეობას ულოცავს

თავდაცვის მინისტრი სამხედროებს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

განცხადება ლევან იზორიამ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებთან გააკეთა.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის საფუძველს, საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას იცავენ, ამით თითოეულის ღირსებას და თავისუფლებას იცავენ. სწორედ ცალკეული მოქლაქეების დაცულობას და მათი ღირსების დაცვას ემსახურება ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყანა. საქართველოს თავდაცვის ძალებს ამ გზაზე ერთ-ერთი მოწინავე როლი აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ჩვენი ამბიციური რეფორმებით, ამ ამოცანებს წარმატებით შევასრულებთ,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.