ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე რუსული დროშები გამოჩნდა
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2019 14:31
ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე რუსული დროშები გამოჩნდა

ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით „RUSSIA“ გამოჩნდა. როსტოვიდან ჩამოსული ანსამბლის წევრებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობისას რუსეთის დროშები გაშალეს.

ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით ღონისძიების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და მონაწილეობაზე თანხმობა საქართველოს მხრიდან ორგანიზატორებისგან ფესტივალის ფარგლებში მიიღეს.

ფესტივალის ორგანიზატორი აჭარის განათლების სამინისტროა. 

 

ფოტო: იმედი