ლადო კახაძე ალექსანდრე ყიფიანის შთამომავლებს ესტუმრა
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2019 15:06
ლადო კახაძე ალექსანდრე ყიფიანის შთამომავლებს ესტუმრა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ალექსანდრე ყიფიანის შთამომავლებს ოჯახში ესტუმრა.

მმართველი გუნდის კანდიდატმა ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის ოჯახს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

კაპიტანი ყიფიანი 1921 წლის 24 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან მარტო დარჩენილი შეებრძოლა საოკუპაციო არმიის დანაყოფს. მის შესახებ გენერალი გიორგი კვინიტაძე წერდა, რომ არასოდეს უნახავს სამხედრო უფრო მამაცი და შეუპოვარი, როგორიც კაპიტანი ყიფიანი.

ლადო კახაძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა ინიციატივით, რომ ალექსანდრე ყიფიანს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება.