„რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ ვმეგობრობთ ყველა მეზობელთან“
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2019 15:55
„რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ ვმეგობრობთ ყველა მეზობელთან“

რუსეთი არ არის ოკუპანტი - ამის შესახებ იმ ანსამბლის ხელმძღვანელმა განაცადა, რომელმაც დღეს ბათუმში ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკით მსვლელობა გამართა.

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი აცხადებს, რუსეთი მეგობრობს როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან.

"ჩვენ სპეციალურად რუსეთიდან ჩამოვედით, რომ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე, რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ ვმეგობრობთ ყველა მეზობელთან, საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც. კონკურსის შესახებ ინტერნეტით შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. ჩვენ კულტურას წარმოვადგენთ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით", - აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით.

მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რუსეთის წარმომადგენლებმა მოქალაქეების შენიშვნის შედეგად დროშები დასწიეს და ისე გააგრძელეს მსვლელობა. მომხდარის გამო აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.