წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2019 18:07
წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობას ეკუთვნის.

ეროვნული მოძრაობის წევრებმა, მოქალაქეებმა და ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყოფილი პრეზიდენტის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ მოედანზე კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.