პერუში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2019 20:28
პერუში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

პერუში მიწისძვრას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა, 50 სახლი კი განადგურდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა რამდენიმე სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო.

პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იტყობინება Reuters-ი ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ მოიობამბას აღმოსავლეთით დაფიქსირდა.