რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 10:25
რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროსში კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება.

„ქრისტეს ქანდაკება“ ბრაზილიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 7 ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია. შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ტეგები