"ვთანხმდები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას" - ლადო კახაძე დებატებისთვის მზადაა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 11:23
"ვთანხმდები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას" - ლადო კახაძე დებატებისთვის მზადაა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას მიიღებს. 

"ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, მითუმეტეს, როგორც მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მთაწმინდაზე, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩემი კარი ღიაა ყველა მთაწმინდელისათვის და მიმაჩნია, რომ როდესაც მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო და ასეთ უბანს, ასეთ ადამიანების წარმოადგენდე პარლამენტში, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდო მათ, რათა ყოველი ამომრჩეველი დარწმუნებული და იყოს საკუთარ არჩევანში, საკუთარ სიმართლეში.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ვთანხმდები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას!

ეს კიდევ ერთი საშუალებაა, ჩემს მთაწმინდელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭირონ მხარი, ვესაუბრო ჩვენს გეგმებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მეორე ტურში გამარჯვებიდან პირველივე დღეს შევუდგები ჩემი უბნისა და თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ!

მე მზად ვარ რთული კითხვებისთვის, მზად ვარ ოპონირებისთვის და მზად ვარ მთაწმინდელებთან ერთად გამარჯვებისთვის!

მოვუწოდებ ჩემს კონკურენტს დათანხმდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას, რათა მივცეთ მთაწმინდელებს შესაძლებლობა გაეცნონ ჩვენს ხედვებს და თავად გადაწყვიტონ სად და ვისკენ არის სიმართლე, სად და ვისთან ერთად ხედავენ უკეთეს მომავალს", - აცხადებს კახაძე,

ტეგები