თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 12:49
თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თბილისს გუშინ ეწვივნენ.

როგორ შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ასეთი ვიზიტები ხელს უწყობს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის სამუშაო კომუნიკაციის სწორად წარმართვას.

„საქართველოს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის აპარატის თანამშრომლების დელეგაცია ეწვია. ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს მაშინ, როდესაც საქართველოს მხარდამჭერი აქტი უნდა გასულიყო კონგრესში. რამდენიმე მათგანი უშუალოდ მუშაობდა ამ ტექსტზე და ხელს გვიწყობდა საკითხების გატანაში. ასე, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკოსებთან ვიმუშაოთ და მათ მივაქციოთ ყურადღება, არამედ იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტებში. დღევანდელი შეხვედრა ამის ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.










 

ტეგები