მამუკა ბახტაძე: ჩემთვის ჩვენი დიასპორა ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველია
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 13:23
მამუკა ბახტაძე: ჩემთვის ჩვენი დიასპორა ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველია

ჩემთვის ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველი, - ამის შესახებ საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დიასპორის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას და დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ნებისმიერი ქართველისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველაზე ძვირფასია. ეს არის დღე, რისთვისაც ყველგან იბრძოდნენ თაობები,საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში დიასპორას აქვს განსაკუთრებული ძალა. ჩვენ ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ძალიანმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისმიმართ. ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმაზე დიდი ღირებულება და სიმდიდრე, ვიდრე ადამიანური კაპიტალია, არ არსებობს. სხვადასხვა მიზეზის გამოაღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, ამ ადამიანურიკაპიტალის ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ეროვნული იდეის - განათლების შესახებ ისაუბრა და დიასპორის წარმომადგენლებს მასში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ადამიანური კაპიტალი საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთიანი და ძლიერი ქვეყანა, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს, ჰქონდეს იმის საშუალება, მოახდინოს თავისი ნიჭის რეალიზაცია სწორედ სამშობლოში. მინდა, ასევე გამოვეხმაურო წერილებს, რომელიც ხშირად მომდის და გულწრფელად გითხრათ, რომ თითოეული ქართველი, თითოეული მშობელი, რომელიცცხოვრობს საზღვარგარეთ, ცდილობს თავისი შვილი აღზარდოს ქართული ტრადიციებით, მისცეს მას ინფორმაცია ჩვენი ფასეულობების შესახებ,შეასწავლოს ქართული ენა, პირადად ჩემთვის ჩვენი თანამედროვეობის გმირია და მსურს, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, როგორი რთულია,თანამედროვე ეპოქაში ეს ყველაფერი გადასცე შენს შვილს, როდესაც ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით”, - მიმართა პრემიერმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს მშენებლობისა და გაძლიერების პროცესში დიასპორის წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.


„პირველი არის „მომავლის ბანაკი“, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან კარგი ფორმატია, რათა ახალგაზრდები ერთმანეთს დაუახლოვდნენ და თავიანთიგამოცდილება გაუზიარონ. დავიწყეთ პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ელჩებს შეეხება. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა გვყავსსაზღვარგარეთ და, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც და სურვილიც არის, რომ ისინი მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და გაძლიერებისპროცესში. მინდა ისიც გითხრათ, რომ არ ვარ კმაყოფილი დღეს არსებული პროგრამების რაოდენობითა და შინაარსით. აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილია,როდესაც ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ დიასპორულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა სრულიად ახალ დონეზეა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს დამოუკიდებლობის დღედა დიასპორის დღე მიულოცა.

დიასპორის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

ფორუმის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ტეგები