ახალი დეტალები ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 14:12
ახალი დეტალები ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ

დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები