ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 14:23
ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა

მშობიარობის შემდგომი გართულებით ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მედიაცენტრი მთავარი“ ავრცელებს.

"ნინი ჯაფარიძე - ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს“, - წერია სააგენტოს ვებგვერდზე.

ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებები გახდა.

"მედიამოლი" მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და ოჯახს უსამძიმრებს.

ტეგები