პატრიარქის ფონდი გაქურდეს
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 15:14
პატრიარქის ფონდი გაქურდეს

პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. კომენტარს ჯერჯერობით არც ფონდის წარმომადგენლები და არც სამართალდამცავები არ აკეთებენ. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან.

როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს ამ ეტაპზე ფონდიდან არაფერია წაღებული.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ტეგები