ნინო გოგუაძე მედიაწიგნიერების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 17:08
ნინო გოგუაძე მედიაწიგნიერების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს.

დელეგაციის წევრმა, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე მედიაწიგნიერების შესახებ მოხსენება წარადგინა, რომელიც მოიცავს ევროპის ქვეყნების გამოცდილებას მედიაპროგრამების და პროექტების განხორციელების კუთხით, მათ შორის, ჟურნალისტების მომზადებისა და სკოლებში მედიაწიგნიერების პროექტის განხორციელების მხრივ.

აღნიშნულ მოხსენებას ქართველი კანონმდებელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზეც წარადგენს.

„ევროპის ქვეყნებში მედიაწიგნიერებას მიიჩნევენ ერთ-ერთ შესაძლებლობად დაიცვან თავიანთი მოქალაქეები დეზინფორმაციის ზეგავლენისგან. ევროსაბჭოს ქვეყნებს ეროვნულ დონეზე უკვე მრავალი წელია დაწყებული აქვს მედიაწიგნიერების პროგრამების განხორციელება სკოლებში. მოხსენებაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მალე წარვუდგენ თავმოყრილი იქნება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით და ეს იქნება პირველი დოკუმენტი ევროსაბჭოში, რომელიც ამ საკითხზე ისაუბრებს. საქართველო ახლა იწყებს მედია წიგნიერების პროგრამების განხორციელებას და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება მათი გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
 

ტეგები