მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 17:34
მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე 9 ივნისს გაიმართება.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ ასევე დაამტკიცა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი.

„დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკიც, სადაც დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურისთვის დაამტკიცა ბიულეტენის ტექსტი და მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების წესი.

მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურის ჩატარებისთვის განსაზღვრულია 402 600 ლარი და აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს თანხა ცესკო-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოუთხოვია. პირველ ტურში არსებული თანხების ეკონომიიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა, რომ ეს თანხები მეორე ტურისთვის იყოს გადანაწილებული.

რაც შეეხება დამატებით საკითხებს, დღევანდელ სხდომაზე ასევე ცესკო-მ ცნობად მიიღო ინფორმაცია ექვს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული საკრებულოების წევრების შესახებ”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

9 ივნისს ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლადო კახაძე და ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

ტეგები