საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 18:47
საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს

25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულ გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა, ასევე გამართა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან.

გაფიცულთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია საწარმოში შრომის პირობებისა და მუნიციპალიტეტში ეკოლოგიის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითებს. სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გაფიცულ თანამშრომლებს და აუცილებლად მიაჩნია, სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები. თავისი პოზიცია საქართველოს სახალხო დამცველმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებშიც დააფიქსირა.

ტეგები