სოფიო ქაცარავა სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 21:21
სოფიო ქაცარავა სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მისი განხორციელების გზებზე ესაუბრა.

შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტები დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებითა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებით.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს გაწევრიანებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამ გზაზე ქვეყნის მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესაძლო ინსტრუმენტებზე.

„მუდმივად ვმართავ შეხვედრებს სტუდენტებთან და ძალიან მიხარია, რომ ასეთი განათლებულ ახალგაზრდებს ვხვდები, რადგან სწორედ განათლებული თაობა არის ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტია“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.


 

ტეგები