ოდესაში ევაკუაცია გამოცხადდა
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2019 11:04
ოდესაში ევაკუაცია გამოცხადდა

ოდესის სკოლებში, ექვს საავადმყოფოში, აეროპორტსა და 15 საცხოვრებელ კორპუსში ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამართალდამცველების თქმით, პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა. უცნობი ადამიანი ქალაქის სხვადასხვა ობიექტის დანაღმვის შესახებ იუწყებოდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.