„ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს“ - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2019 12:45
„ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს“ - მიხეილ სააკაშვილი

„უკრაინაში ჩასვლა ნიშნავს საქართველოსთან ახლოს ყოფნას, ბევრად ინტენსიურ მიმოსვლას ხალხის“, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღყდგინა, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას დღეს გეგმავს.

„რა თქმა უნდა ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს. უკრაინას და საქართველოს არ ვყოფ ერთმანეთისგან… მე მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე პირველ მაიდანზე, ასევე მეორე მაიდანზე, ოდესის გადარჩენაში, რადგან ოდესა ნებისმიერ დროს შეიძლება დაცემულიყო. მე ვრჩები ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლად, რომელსაც ივანიშვილი არ უშვებს თავის დაფუძნებულ სახელმწიფოში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ტეგები