დონალდ ტრამპი ქართველი სუმოისტით დაინტერესდა (ფოტო)
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2019 13:10
დონალდ ტრამპი ქართველი სუმოისტით დაინტერესდა (ფოტო)

იაპონური სუმოს ვასკვლავმა, 31 წლის ლევან გორგაძემ ზაფხულის ბაშოზე ოძეკის ანუ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. იმპერატორის თასის ახალი მფლობელი კი მერვე მაეგაშირა იაპონელი ასანოიამა გახდა.
ახალი ჩემპიონი აშშ-ს პრეზიდენტის თასითაც დაჯილდოვდა, რომელიც სუმოზე პირველად მისულმა დონალდ ტრამპმა გადასცა.
დონალდ ტრამპი ქართველი ლევან გორგაძისა და იაპონელი ტაკაიასუს დაპირისპირებასაც დაესწრო.
დონალდ ტრამპის ინტერესი ქართველისადმი ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ. აღნიშნულ ფოტოში სავარაუდოდ ტრამპი ქართველი სუმოტორის ვინაობას არკვევს.

წყარო: პრაიმტაიმი