გლდანის რაიონში 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2019 12:09
გლდანის რაიონში 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად იმდინარეობს. 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონების მოწყობა
დასრულდა, კიდევ 11 მისამართზე კი იწყება.

გასართობი ზონები უკვე მოეწყო ზაჰესში, აფხაიძის N7-9 კორპუსების და ლიბანის N1 კორპუსის მიმდებარედ, გმირ კურსანტთა III შესახვევის
N2-4, ბიჭვინთის N1-3-3ა, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N22, მეორე მიკრორაიონის N46-47 , მესამე მიკრორაიონის N82 და N86 კორპუსების
მიმდებარედ. ასევე, ავჭალა, კაჭარავას ქუჩა N37-ის და ბაღნარის N47 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა.

სამუშაოებზე, რომელიც შპს „ჩვენი ჯგუფის“ მიერ განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 278 ლარი დაიხარჯა.

ტეგები