სასმელი წყლის სოკოებზე ჩამკეტი ონკანების დაყენებით დედაქალაქის ბიუჯეტმა ერთ თვეში 9 700 ლარი დაზოგა
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2019 12:21
სასმელი წყლის სოკოებზე ჩამკეტი ონკანების დაყენებით დედაქალაქის ბიუჯეტმა ერთ თვეში 9 700 ლარი დაზოგა

მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის მერიამ ერთი თვის განმავლობაში დაზოგა 2 260 კუბური მეტრი სასმელი წყალი და 9 700 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან.

აღნიშნული სხვაობა განპირობებულია სასმელი წყლის სოკოებზე სპეციალური ჩამკეტი ონკანების დამონტაჟებით. ამასთან დაკავშირებით დავალება შპს "ეკოსერვის ჯგუფმა" თბილისის მერისგან ერთი წლის წინ მიიღო. ამის შემდეგ სპეციალური ჩამკეტები 60 სოკოზე დამონტაჟდა.

შპს "ეკოსერვის ჯგუფის" პროგნოზით, წლის განმავლობაში ათეულობით ათასი კუბური მეტრი წყალი და 100 000 ლარზე მეტი დაიზოგება.

ტეგები