რუს ტურისტებს არ სიამოვნებთ, რომ რესტორნებში წარწერა: „რუსეთი ოკუპანტია“ ხვდებათ
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2019 19:23
რუს ტურისტებს არ სიამოვნებთ, რომ რესტორნებში წარწერა: „რუსეთი ოკუპანტია“ ხვდებათ

გიორგი იოსავა საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი რუსი ტურისტის რევიუს, რომელიც მან სალობიე „ბიას“ დაუწერა. რუსი ტურისტის გაღიზიანება გამოიწვია სტიკერმა, რომელიც სალობიეში დახვდა. სტიკერზე აწერია, რომ რუსეთი ოკუპანტია.

როგორც რუსი ტურისტი წერს:

„ტრიპედვაიზორის“ ვერსიით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად მივედით. მის კარზე ჩვენ დაგვხვდა წარწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? ან აუკრძალეთ რუს ტურისტებს თქვენთან ჩამოსვლა, ან მოხსენით ეს წერწერა. მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ვის ხარჯზეც თქვენ ცხოვრობთ“.

ეს მოსაზრება სალობიე „ბიას“ ოფიციალურ გვერდზე დაწერეს და როგორც გიორგი იოსავა აღნიშნავს, „ფეისბუქზე“ მორიგი ერთიანი მიიღეს შეფასებად რუსეთიდან ჩამოსული ტურისტისგან.

fortuna.ge


 

ტეგები