ქუთაისში მედიამ დეპუტატ ნანა კოსტავას ბოიკოტი გამოუცხადა
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2019 21:23
ქუთაისში მედიამ დეპუტატ ნანა კოსტავას ბოიკოტი გამოუცხადა

ქუთაისში ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ.

"ჩვენთვის სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ "ფრაქცია ქართული ოცნება -კონსერვატორების თავმჯდომარის“ ნანა კოსტავას ბოლო დროს გაკეთებულ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა. მოვუწოდებთ საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ“ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, დეპუტატმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.
 

ტეგები