რუსთავში შვილმა დედა სცემა
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2019 10:17
რუსთავში შვილმა დედა სცემა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, 30 წლამდე მამაკაცი, 60 წლამდე დედას ფიზიკურად გაუსწორდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შვილმა, დედას თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.