თბილისში ძლიერი აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2019 20:24
თბილისში ძლიერი აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

თბილისში ძლიერი აფეთქება მოხდა. ჭილაძის 166 ნომერში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟოვნამ გამოივია.

მომხდარის შემდეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა კომპანია  „ყაზტრანსგაზ - თბილიმა,“ რომელშიც აღნიშნულია, რომ აფეტქების მიზეი სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა. 

"აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო.  დაშავებულია სამი ადამიანი რომლერბდაც სუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ.  დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს,"-აღნიშნულია განცხადებაში.