ემზარ კვიციანი ივანიშვილის სახლთან შიმშილობას აპირებს
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2019 11:07
ემზარ კვიციანი ივანიშვილის სახლთან შიმშილობას აპირებს

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ პარლამენტისა და კანცელარიის წინ არანაირი აქციის გამართვა შედეგიანი არ იქნება. ამის გამო, პარლამენტარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობა გამოაცხადოს.

“გადავწყვიტე არ შევუერთდე არც ერთ აქციას, რომელიც არ იქნება მიმართული შედეგზე! არასოდეს არ იქნება შედეგიანი აქცია პარლამენტისა და კანცელარიის წინ, რადგან არაფერს დღეს არ წყვეტს არც ერთი ზემოთ ხსენებული ინსტიტუტი! ნებისმიერი პრობლემა მოდის სამი ადგილიდან: 1) ამერიკის საელჩო. 2) სუსი. 3 )ბიძინა ივანიშვილი. მე თავად გამოვაცხადებ დანარჩენ რეპრესირებულებთან ერთად შიმშილს ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით! ბიძინა! დაგვიბრუნე ქართველებს რაც წაგვართვი სააკაშვილის ხელით! არავინ ჭამს ამ თაღლითურ გეგმებს ქართველთა განადგურების!

პროკურატურა გაჩერებული გყავს, სასამართლო პრივატიზებული, პარლამენტის უმრავლესობა ბოკერიას მეშვეობით პარალიზებული! ქართველი ხალხი კი გაწყვეტის გზაზე დაყენებული! არ დაგანებებთ ქართველი ხალხის განადგურებას! მრავალჯერ მოგმართე აღადგინე დაპირებული სამართლიანობა, ფეხზე დამიკიდე და ფეხზე დაკიდება მხოლოდ ფულიანებმა არ იცით!

უფლის სახელით შევიკრიბებით შენს მიერ 2004 წლიდან რეპრესირებული ქართველები და მოგადგებით მალე ლოზუნგებით სახლთან და არა პარლამენტსა და უაზრო ადგილებთან, როგორც ამას შენს მიერ მართული ადამიანები აკეთებენ!!! ვისაც რა უნდა ქართველებისთვის ის მოგეცეთ ასმაგად!" - წერს ემზარ კვიციანი.

ტეგები