ბათუმში დაკავებული მაღალჩნოსნების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2019 12:52
ბათუმში დაკავებული მაღალჩნოსნების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმში დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14 საათზე დაიწყება.

ბრალდების მხარე შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ალტერნატივის სახით გირაოს მაინც შესთავაზებენ.

აჭარაში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, მათ შორის ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი 2 დღის წინ დააკავეს. გამოძიება მათ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, მერიის სოციალური პროექტი იაფი სახლის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში მაღალჩინოსნებმა აზერბაიჯანულ კომპანია კონვენტ ჯორჯიას ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს. კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გაიფლანგა.