ტრამპმა ზელენსკი აშშ-ში მიიწვია
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2019 13:00
ტრამპმა ზელენსკი აშშ-ში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკიმ მოწვევა 31 მაისს მიიღო. იგეგმება, რომ ლიდერებმა დონბასში სიტუაციის დარეგულირებაზე იმსჯელონ. უკრაინული მედიის ცნობით ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა სავარაუდოდ 2019 წლის სექტემბერში შედგება.