უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარესაც სურს
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2019 13:56
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარესაც სურს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძეც არის.

ზაზა თავაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2016 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს. 2010-2016 წლებში მას ეკავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. 2008-2010 წლებში ეკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით კი იყო გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.