თბილისში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ აკადემია გაქურდეს
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2019 16:32
თბილისში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ აკადემია გაქურდეს

თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ აკადემია გაქურდეს.

ინფორმაცია ინცდენტის შესახებ „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, წაღებულია ფეხბურთელების ფორმები, ბურთები და მწვრთნელების ეკიპირება. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.