ჰიმალაიზე 7 მთამსვლელი დაიკარგა
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2019 18:20
ჰიმალაიზე 7 მთამსვლელი დაიკარგა

ჰიმალაიზე 4 ბრიტანელი, 2 ამერიკელი და ერთი ავსტრალიელი მთამსვლელი დაიკარგა. ამის შესახებ CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. დაკარგულად ითვლება გიდიც, რომელიც მთამსვლელებს ექსპედიციის დროს ახლდა თან.

მთამსვლელები ინდოეთში სიდიდით მეორე უმაღლეს მწვერვალზე ასვლას ცდილობდნენ. ჯგუფი 25 მაისის შემდეგ გაუჩინარდა. ჯერ უცნობია, რა ვითარებაში და რა მიზეზით დაიკარგნენ ისინი.