„მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის“ - ელტონ ჯონი
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2019 18:46
„მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის“ - ელტონ ჯონი

ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა ოთხშაბათს ვერონაში ჩატარებულ კონცერტზე ბრექსითის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მას რცხვენია დიდი ბრიტანეთის ბრექსითისთვის მხარის დაჭერის გამო.

"მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის იმის გამო, რაც გააკეთა. ამან ხალხი დაანაწევრა, სიკვდილამდე დაღლილი ვარ პოლიტიკოსებით, განსაკუთრებით ბრიტანელი პოლიტიკოსებით. სიკვდილამდე მაწუხებს ბრექსიტი. მე ევროპელი ვარ, არ ვარ სულელი, კოლონიალისტი და იმპერიალისტი ინგლისელი", - თქვა ელტონ ჯონმა.