რუსეთი ტოკიოს ოლიმპიადიდან, შესაძლოა, მოკვეთონ
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2019 12:45
რუსეთი ტოკიოს ოლიმპიადიდან, შესაძლოა, მოკვეთონ

რუსეთი, შესაძლოა, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან რუსი მძლეოსნის, სიმაღლეზე მხტომელი დანილ ლისენკოს დოპინგ-სკანდალის გამო, სრულად მოკვეთონ. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთ „სანდი თაიმსი" წერს..

22 წლის სპორტსმენი 2018 წლის აგვისტოდან დროებით არის ჩამოშორებული საერთაშორისო ტურნირებს იმის გამო, რომ რამდენიმე დოპინგ-ტესტი გამოტოვა. გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ჩინოვნიკებმა, სავარაუდოდ, გააყალბეს ლისენკოს დოკუმენტები.

 

ტეგები